|
2023-01-10 21:43:50, 949 ნახვა
პოლიტიკა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი ხვალ გამოცხადდება
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი ხვალ გამოცხადდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჯაველიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, კომისიის სხდომაზე დღეს ასევე დაამტკიცეს კომისიის დებულება. „კომისიის დებულებაში მითითებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება კანდიდატების შერჩევა. კომისიის დებულება განთავსდება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე და ყველა იმ კანდიტატს, ვინც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მონაცემები და ინფორმაცია 25 იანვრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ნასამართლევი, აქვთ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება მართლმსაჯულების სისტემაში, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ასევე სამართალდამცავ სისტემაში და სარგებლობენ საკმაოდ მაღალი რეპუტაციით", - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)