|
2023-01-10 19:13:52, 1003 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი სააკაშვილზე - უკვე 470 დღეა, ეს ადამიანი სიმულაციურად კვდება
"ეს ადამიანი [სააკაშვილი] სიმულაციურად კვდება, უკვე 470 დღეა თუ მეტი, გვეუბნებიან, რომ ყოველდღე კვდება. ასეთი დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა." - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თემას საერთაშორისო ლობისტურ დონეზე მუდმივად აცოცხლებენ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას კი არ სჯერა მათი, და ამასთან ერთად სააკაშვილის საქმე გადაეცა სტრასბურგის სასამართლოს, რაზეც აღნიშნეს, რომ არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. „ლაპარაკია იმაზე, როგორ გამოვიხსნათ მიხეილ სააკაშვილი, დივერსანტი შემოვუშვით, დივერსანტია გამოსახსნელი. არჩეულია ეს გზა - ეს ადამიანი სიმულაციურად კვდება, უკვე 470 დღეა თუ მეტი, გვეუბნებიან, რომ ყოველდღე კვდება. ასეთი დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა. ამ თემას საერთაშორისო გარკვეულ ლობისტურ დონეზე მუდმივად „ათუხთუხებენ“. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ამის არ სჯერა და ეს ჩანს, მაგრამ პროექტს საქართველოს წინააღმდეგ საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი და ამ თემას მუდმივად აცოცხლებენ. რომელ „მაგნიტსკის სიაზე“ და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი, როდესაც გაიგზავნა მისი საქმე და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არაადამიანური მოპყრობა მის წინააღმდეგ არ ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)