02:12 - 10 Oct, 2026
|
2023-01-10 18:39:52, 950 ნახვა
პოლიტიკა
NATO-მ და ევროკავშირმა პარტნიორობის გაფართოების შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს
ბრიუსელში გამართულ ცერემონიაზე NATO-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. 10 იანვარს დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებმა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის ომმა მათ პარტნიორობის გაღრმავებისკენ უბიძგა. მათ გამოთქვეს რწმენა, რომ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი მიზანი დასავლეთის ქვეყნების გაყოფა იყო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. „პუტინს ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ საპირისპიროდ მოხდა - მას ეყოლება მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)