|
2023-01-10 11:31:11, 849 ნახვა
პოლიტიკა
ბენ ჰოჯესი - არ არსებობს საქართველოსთვის ომში ჩართვის რისკი, მაგრამ მნიშვნელოვანია, ქვეყანა ისტორიის სწორ მხარეს დადგეს
არ არსებობს საქართველოსთვის რისკი ომში ჩართვისა, მაგრამ მნიშვნელოვანია, საქართველო დადგეს ისტორიის სწორ მხარეს, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. ჰოჯესისთვის, რომელიც თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ღონიძიებას ესწრება, ნათელია, რომ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და ქართველი ხალხის ნებას შორის დიდი სხვაობაა. "საქართველოს მსოფლიო რუკაზე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ალიანსი საქართველოსთან მჭიდრო კავშირშია. ვერ ვხვდები, საქართველოს მთავრობა რატომ იკრავს ხელ-ფეხს. ვერ ვხედავ პოზიტიურ შედეგებს საქართველოსთვის, რომელიც არ იკავებს უკრაინის მხარეს. სულ მცირე, უკრაინა არის კარგი ტიპი, რუსეთი არის აგრესორი, საქართველო კი, ამ დროს არაფერს აკეთებს. არ არსებობს საქართველოსთვის რისკი ომში ჩართვისა, მაგრამ მნიშვნელოვანია, საქართველო დადგეს ისტორიის სწორ მხარეს. ქართველების უმრავლესობა სრულად უჭერს მხარს უკრაინას. ჩანს, რომ არსებობს დიდი სხვაობა მთავრობის გადაწყვეტილებებსა და ხალხის ნებას შორის. ხალხის გადასაწყვეტია, სად გინდათ იყოთ", - აცხადებს ბენ ჰოჯესი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)