|
2023-01-09 20:18:04, 1054 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი - შეშფოთების მიზეზია ცნობები, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი მძიმედ არის ავად
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს. საელჩოს წარმომადგენელი ესწრება სასამართლო პროცესს. რა თქმა უნდა, ცნობები, რომ ბატონი სააკაშვილი მძიმედ არის ავად, შეშფოთების მიზეზია.", ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა Georgia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, დარწმუნდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცულია. მან დასძინა, რომ ყველა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმრებს ჰუმანიტარული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება ჰქონდეთ. "ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს. საელჩოს წარმომადგენელი ესწრება სასამართლო პროცესს. რა თქმა უნდა, ცნობები, რომ ბატონი სააკაშვილი მძიმედ არის ავად, შეშფოთების მიზეზია. ჩვენი პოზიციით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, დარწმუნდეს, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცულია. ასევე, მთავრობა არის პასუხისმგებელი პატიმრების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას და მიგვაჩნია, რომ ყველა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმრებს ჰუმანიტარული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება ჰქონდეთ." - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)