12:43 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 14:34:28, 1600 ნახვა

საზოგადოება
მოსკოვში, რესტორან „თბილისოში“ 50 წლის ქართველი შეფ-მზარეული მოკლეს

მოსკოვის ოლქში, მითიშჩიში, რესტორან „თბილისოში“ ჭურჭლის მრეცხავმა ქალმა 50 წლის ქართველი შეფ-მზარეული მოკლა.  

შემთხვევა 4 იანვარს, დაახლოებით 16 საათზე მოხდა, როდესაც რესტორნის დარბაზში მხოლოდ ერთი სტუმარი იმყოფებოდა. რაც შეეხება მოკლულ მზარეულს, ის 36 წლის ტაჯიკ ქალთან ერთად სამზარეულოში იყო.

როგორც რუსული მედია წერს, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება და შეფ-მზარეულის მხრიდან გაკეთებული ხუმრობა უძღოდა. 

​მოსკოვის რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics