|
2023-01-09 13:33:38, 1069 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნით მხოლოდ ოფიციალური რუსეთი და ოფიციალური თბილისი ხარობს
სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნით მხოლოდ ოფიციალური რუსეთი და ოფიციალური თბილისი ხარობს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კობახიძეებმა, მდინარაძემ და ვოლსკიმ ყველამ თეთრი ხალათები მოიცვა და ისე საუბრობენ, თითქოს ჩახედული აქვთ რაიმე დოკუმენტაციაში. „ჩვენ ვხედავთ დასავლური მედიის და დასავლელი პოლიტიკოსების აქტიურ მხარდეჭერას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ. ჩვენ ასევე ვნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდება, არ ვიცი თუ ვინმე სადმე არსებობს, ყველა პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის შენარჩუნებაზე საუბრობს, გარდა ორი ქვეყნისა, ესაა ოფიციალური მოსკოვი და ოფიციალური თბილისი. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ორი ოფიციალური მხარე ხარობს პრეზიდენტ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნით. რომ გითხრათ, დიდი მოლოდინი მაქვს ამ ე.წ. სასამართლოსი, მოგატყუებთ, რადგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ერთი თვეა წელავენ, აჭიანურებენ პროცესს იმის ნაცვლად, რომ დაჩქარებულად, ფორსირებულად მოეხდინათ გადაწყვეტილების მიღება. ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველამ თეთრი ხალათები მოიცვა, კობახიძეებმა, მდინარაძემ, ვოლსკიმ, ეს ადამიანები ისე საუბრობენ, თითქოს ჩახედული აქვთ რაიმე დოკუმენტაციაში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)