03:15 - 10 Oct, 2026
|
2023-01-09 09:32:50, 1699 ნახვა
პოლიტიკა
გოშევსკა - პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის
პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა Twitter-ზე წერს. მისივე თქმით, პოლონეთმა არაერთხელ შესთავაზა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მათ ქვეყანაში მკურნალობა. "პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, ჩვენ მას არაერთხელ შევთავაზეთ მკურნალობა ჩვენს ქვეყანაში",- წერს მალგოჟატა გოშევსკა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 12:00 საათზე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)