|
2023-01-09 09:37:49, 1044 ნახვა
პოლიტიკა
ბროუდერი სააკაშვილს - თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე
თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე - ყველაფერს გავაკეთებ, რომ დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ, - ასე პასუხობს „მაგნიტსკის სიის“ ავტორი ბილ ბროუდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნას, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. ბროუდერი ექსპრეზიდენტს Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიმართავს და ასევე ითხოვს იმ პირთა ვინაობის შესახებ ინფორმაციას, ვინც "სამედიცინო მკურნალობას აფერხებს". “მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ”, - წერს ბროუდერი. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ბილ ბროუდერს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დახმარებისთვის გუშინ მიმართა. ექსპრეზიდენტმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან". მესამე პრეზიდენტის მიმართვას წინ ბროუდერის განცხადება უძღოდა. "მაგნიტსკის სიის" ავტორი სააკაშვილის პატიმრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობებს 23 დეკემებრს გამოეხმაურა. "ამაზრზენია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტპატიმარია და ჩვენს თვალწინ კვდება. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. მას ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია ევროპაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მკვლელობა იქნება", - თქვა ბროუდერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)