|
2023-01-07 11:44:01, 1015 ნახვა
პოლიტიკა
მე-15 კენჭისყრის შედეგად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კევინ მაკკარტი აირჩიეს
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი კევინ მაკკარტი რამდენიმედღიანი მოლაპარაკებისა და კენჭისყრის 15 ტურის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მაკკარტიმ 216 ხმა მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა, დემოკრატი ჰაკიმ ჯეფრისმა - 212, აკონკრეტებს CNN. მაკარტის გამარჯვება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ხმის მიცემაზე ექვსმა რესპუბლიკელმა უარი თქვა - მათ მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკურ პარტიაში კოლეგის კანდიდატურას, მაგრამ არც მის კონკურენტს მისცეს ხმა. როგორც Reuters წერს, კევინ მაკარტი დათანხმდა გარკვეულ დათმობებზე წასვლას, რაც მას ნაკლებ ძალაუფლებას დაუტოვებს, ვიდრე მისი წინამორბედ სპიკერს, დემოკრატ ნენსი პელოსის ჰქონდა. კერძოდ, მაკკარტი დათანხმდა, რომ ნებისმიერ კონგრესმენს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი გადადგომის კენჭისყრა. ეს არის პირველი შემთხვევა 1923 წლის შემდეგ, როდესაც წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ვერ აირჩიეს სპიკერი პირველივე მცდელობისას. 100 წლის წინ ცხრა ცდა დასჭირდა. მიმდინარე კენჭისყრა ყველაზე გრძელი იყო 1859 წლის შემდეგ, როდესაც სპიკერი აირჩიეს 44-ე ტურში. წარმომადგენელთა პალატის ისტორიაში ყველაზე გრძელი კენჭისყრა გაიმართა 1855 წლის ბოლოს და 1856 წლის დასაწყისში, როდესაც სპიკერი 133-ე მცდელობით აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)