|
2023-01-06 16:13:55, 1005 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე პატრიარქის წერილზე - ადამიანი განსაცდელშია და თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა
არ ვიცი, პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა ეს წერილი, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის ნიმუშად, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს. მისი თქმით, არ არის სულიერება და ქრისტიანობა იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია და შენ მას ეუბნები, რომ "დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს". "მე არ ვიცი, პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა ეს წერილი, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად. ყველამ ვნახეთ და ექსპერტები ადასტურებენ, რომ ადამიანი მოწამლულია დარიშხანით და ამ დროს სხვა რეალობის შეცნობაზეა საუბარი, ეს რას ნიშნავს? სიკვდილს დაელოდოს? ეს არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს. მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ, სულიერებას და ქრისტიანობას იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია, მოწამლულია დარიშხანით და თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა", - განაცხადა მანჯგალაძემ. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მესამე პრეზიდენტს მისალოცი წერილი მისწერა. ილია მეორემ კლინიკაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა და "ღვთის შეწევნა ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად" უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)