|
2023-01-05 19:52:49, 1450 ნახვა
პოლიტიკა
მამულაშვილი - სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში შეყვანა შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტური იყოს
ბევრად უფრო ეფექტური, სინამდვილეში, შეიძლება, იყოს სწორედ სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში შეყვანა, რაზეც ვმუშაობთ ახლა. ამის შესახებ ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში ჩართვა მისი და მისი დის ინიციატივაა და უკრაინაში მათ საქმიანობას უკავშირდება. მან დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთიდან იმართება და ეს დასამალიც აღარ არის. "ეს წერილი ატარებს სიმბოლურ ხასიათს უფრო, ვიდრე პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, იგნორირებული იქნება. მე მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო ეფექტური, სინამდვილეში, შეიძლება, იყოს სწორედ სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში შეყვანა, რაზეც ვმუშაობთ ახლა. ეს ჩემი დის ინიციატივა იყო და პირდაპირ უკავშირდება ჩვენს საქმიანობას უკრაინაში, იმიტომ, რომ ჩვენი სტრუქტურის ხელმძღვანელი, სადაც ქართული ლეგიონი შედის, ხელმძღვანელობს ტყვეთა გაცვლის კომისიას და მგონია, რომ ეს უფრო ეფექტური მეთოდი შეიძლება აღმოჩნდეს ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ მთავრობა იმართება რუსეთიდან, არავისთვის ეს დასამალი აღარ არის." - განაცხადა მამულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)