|
2023-01-05 12:02:40, 1442 ნახვა
პოლიტიკა
ფეიგინი - იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილს შეწყალების საკითხის არათუ გადაწყვეტის, არამედ განხილვის საშუალებაც არ აქვს
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილს შეწყალების საკითხის არათუ გადაწყვეტის, არამედ განხილვის საშუალებაც არ აქვს,- ამის შესახებ რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა. ფეიგინის თქმით, იქმნება ასევე ისეთი შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას. "ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის კომენტარი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას ამ საკითხის არათუ გადაწყვეტის, არამედ განხილვის საშუალებაც კი არა აქვს. მე მქონდა შეგრძნება, რომ ის ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას. ის ამბობს, რომ პარტიებს შორის დაპირისპირებაა, რაც ცოტა უცნაურია. რა მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებენ პარტიები? არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ამის დადგენა მარტივია, მაგრამ შთაბეჭდილება იქმნება, რომ სალომე ზურაბიშვილს ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლია",- განაცხადა ფეიგინმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ მარკ ფეიგინის ინიციატივით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)