|
2023-01-04 16:15:08, 1164 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ვიკრიბებით მსოფლიოს მასშტაბით, რათა გავაგონოთ სამყაროს, რომ არჩევანს ვაკეთებთ სიცოცხლის სასარგებლოდ
ვიკრიბებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ მკაფიოდ გავაგონოთ კიდევ ერთხელ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ ვართ სოლიდარულები და არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ, სიცოცხლის სასარგებლოდ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მელია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ზუგდიდში შეუერთდება აცხადებს, რომ აქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მოსახლეობა არჩევანს აკეთებს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. "არ არსებობს პრეტენდენტი, როდესაც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქში ერთდროულად იმართებოდეს სოლიდარობის აქცია, ამავდროულად არის ძალიან სევდიანი. მსოფლიოს სოლიდარობის ეს კონკრეტული აქცია ემსახურება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ვიკრიბებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ მკაფიოდ გავაგონოთ კიდევ ერთხელ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, არა ყრუ ხმა, არამედ მკაფიო ხმა, რომ დიახაც, ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ, სიცოცხლის სასარგებლოდ. დიახაც ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს მტკივნეულ საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ევროპული მომავლის სასარგებლოდ, ვართ სოლიდარულები და ვამბობთ, რომ სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე", - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 იანვარს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებსა და საქართველოს 8 ქალაქში აქციები გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)