|
2022-12-30 17:50:03, 1509 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი - რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით
პატივცემულო ასლან გეორგიევიჩ! მთელი სულით და გულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება საკავშირო და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. ასე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრედწოდებულ მეთაურს ასლან ბჟანიას ახალი წელი. პუტინმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია რუსეთისა და აფხაზეთის პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელების საკითხში, მისივე თქმით, საქმიანობის ეს ორმხრივი მოდელი, გამოიწვევს კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას. "პატივცემულო ასლან გეორგიევიჩ! მთელი სულით და გულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება საკავშირო და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ საქმიანობას ორმხრივი და რეგიონული დღის წესრიგის მიხედვით - ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ, კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას, აფხაზეთის მოსახლეობას კი წარმატებას და წინსვლას" - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)