|
2022-12-30 15:26:24, 1519 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის პოლიტიკური, ჰუმანური და ჯანმრთელობის საკითხების იზოლაციაა
ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური, ჰუმანური და ჯანმრთელობის საკითხების იზოლაციაა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დეკანოიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, შექმნილი რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი პრეზიდენტის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენებაა. "ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ მის მოსანახულებლად გუშინ, გუშინწინ არ შეუშვეს მისი შვილები, ასევე ჩვენ, პარლამენტის წევრებს, შეგვეზღუდა დღეს შესვლა. სრული იზოლაცია დასრულდა კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო, რაც არის კონკრეტულად იმის დასტური, რომ სააკაშვილის პოლიტიკური იზოლაცია ისევე, როგორც მისი ჰუმანური იზოლაცია, მისი ჯანმრთელობის საკითხების იზოლაცია არის ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ გაუარესდება... ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება მიმართულია იმ ძალიან მძიმე პროცესებისკენ, რომლის შედეგადაც, ამ ქვეყანამ შეიძლება შეუქცევადი შედეგი მიიღოს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით, შეუქცევადი შედეგი ევროინტეგრაციის კურსის მიმართულებით. ამ სიტუაციაში ერთადერთ მნიშვნელოვან ბერკეტად სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალება რჩება. შეწყალება უნდა განხორციელდეს ძალიან მალე", - აცხადებს ხატია დეკანოიძე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან პარლამენტის წევრები სააკაშვილის მონახულებას, პენიტენციურ დაწესებულების ნებართვის გარეშე ვეღარ შეძლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)