|
2022-12-30 00:08:07, 1421 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას ხმა მისცეს იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობა“ არ მობრუნებულიყო
„პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი მხარდამჭერების, მისი ამომრჩევლის პოზიცია, რის გამოც მხარი დაუჭირეს 2018 წელს და ეს იყო „ნაცმოძრაობის“ არმობრუნება, ეს იყო სააკაშვილის აღზევების პრევენცია,“- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. „გავიხსენოთ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია და განსაკუთრებით მეორე ტური. პირველი ტური იყო პერსონიფიცირებული და საბოლოო ჯამში გაჭირდა სალომე ზურაბიშვილისთვის გამარჯვების მოპოვება ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით. მეორე ტური აბსოლუტურად სხვა გარემეობებეში გაიმართა და მთავარი ამოსავალი წერტილი, რატომაც გამოვიდა 1 100 000-ზე მეტი ადამიანი და ხმა მისცა სალომე ზურაბიშვილს, იყო ის, რომ ამ ადამიანებს არ უნდოდაც ნაცმოძრაობის დაბრუნება.“- აღნიშნა კობახიძემ. როგორც კობახიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ პოლიტიკურ პიარულ კამპანიას უკავშირდება იქნებოდა აბსოლუტურად ამორალური ნაბიჯი. მისივე თქმით, ერთადერთი მიზანია რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში , რისი მცდელობის შანსიც არ უნდა მიეცეთ. „ფორმალურ მხარეს თუ ავიღებთ, შეწყალების უფლება არის აბსოლუტური, მაგრამ მორალი არ არის ისეთი კატეგორია, სადაც აბსოლუტური უფლებებით შეიძლება იმოქმედო. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ პოლიტიკურ პიარულ კამპანიას უკავშირდება იქნებოდა აბსოლუტურად ამორალური ნაბიჯი. როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, მის გათავისუფლებაზე, ერთადერთი მიზანი ამის უკან დგას სწორედ ეს, რომ „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, აირიოს მანამდე ვითარება და მერე მიგვიყვანონ ამ ადამიანებმა იგივე შედეგებამდე რა შედეგებამდეც მიგვიყვანეს 2008 წელს, ან უარესამდეც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავითარი ჰუმანიტარული მიზნები არ დგას საააკაშვილის გათავისუფლების უკან, ერთადერთი მიზანი არის ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დაბრუნება ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნით ისინი ამას მიაღწევენ, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა და თუ საუბარია მორალზე, ასეთი მცდელობის შანსიც კი არ უნდა მიეცეს ბუნებრივია „ნაცმოძრაობას.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)