|
2022-12-29 09:45:51, 928 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ზურაბიშვილის ვრცელი განმარტებები ეჭვებს წარმოშობს, რომ სააკაშვილი იქნება შეწყალებული
ზურაბიშვილის ვრცელი განმარტებები ეჭვებს წარმოშობს, რომ სააკაშვილი იქნება შეწყალებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, არ შეიძლება, ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. „ხალხი გამოვიდა, რომელსაც გარკვეული ეჭვები დაებადა ორაზროვნების გამო, იმ განცხადებების ორაზროვნების გამო, რომლებიც გააკეთა პრეზიდენტმა და ამას უნდა პასუხი ამ ეტაპზე. ვრცელი განმარტებები, კიდევ ერთხელ დამატებით გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს, რომ ადამიანი, რომელმაც აწამა, რომელმაც მოკლა, რომელმაც დაარღვია ყველანაირი ნორმა, იქნება შეწყალებული. ამას უკავშირდება მიტინგიც, არ შეიძლება, რომ ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას",- განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ორბელიანის სასახლესთან აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები სააკაშვილის შეწყალებას აპროტესტებდნენ. ამ დაძაბულობის ფონზე პრეზიდენტი აქციის მონაწილეებთან გავიდა და განცხადება გააკეთა, თუმცა მის გამოსვლას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აღარ უსმენდნენ და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)