|
2022-12-28 22:59:08, 967 ნახვა
პოლიტიკა
ჰოჯესი - ქართველი სამხედროები იბრძვიან უკრაინის მხარეს, ვისურვებდი საქართველოს გააქტიურებას დიპლომატიურ ველზე
მსურს ვიხილო საქართველოს გააქტიურება ოფიციალურ დონეზე, იცით, რომ ასობით ქართველი სამხედრო იბრძვის უკრაინის მხარეს და ისინი არიან ძალიან მობილიზებულები, მაგრამ დიპლომატიურ და ეკონომიკურ ველზე საქართველოს გააქტიურებას ვისურვებდი. ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელები გაათავისუფლებენ ყირიმს შემდეგი ზაფხულის ბოლოსთვის და ამას პირველ რიგში ყირიმის იზოლაციით შეძლებენ. მან დასძინა, რომ უკრაინა მოახერხებს იერიშს მიტანას მარიუპოლისა და როსტოვის დამაკავშრებელ ხიდზე. ისინი შემდეგ თვეს მიიღებენ შესაბამის აღჭურვილობას, რომლის დახმარებითაც დასახულ მიზნებს განახორციელებენ. "მე მჯერა, რომ უკრაინელები გაათავისუფლებენ ყირიმს შემდეგი ზაფხულის ბოლოსთვის, პირველ რიგში, ამას მიაღწევენ ყირიმის იზოლაციით. ყირიმთან დამაკავშირებელი მხოლოდ ორი გზა არსებობს: ქერჩის ხიდი, რომელიც უკვე დაზიანებულია, მეორე კი მარიუპოლისა და როსტოვის დამაკავშირებელი ხიდი. უკრაინა შეძლებს ამ ობიექტზე შეტევის განხორციელებას, შემდეგ თვეში ისინი მიიღებენ შესაბამის აღჭურვილობას, და ამ მიზნებს შეასრულებენ. მსურს ვიხილო საქართველოს გააქტიურება ოფიციალურ დონეზე, იცით, რომ ასობით ქართველი სამხედრო იბრძვის უკრაინის მხარეს და ისინი არიან ძალიან მობილიზებულები, მაგრამ დიპლომატიურ და ეკონომიკურ ველზე საქართველოს გააქტიურებას ვისურვებდი" - განაცხადა ჰოჯესმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)