|
2022-12-28 21:49:10, 890 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - საზოგადოებას პრეზიდენტის პასუხი სჭირდება და არა გაკაპასებული მოქალაქის
საზოგადოებას ეჭვები აქვს გარკვეული, რასაც პასუხი სჭირდება უფრო მკაფიო და არა გაკაპასებული ჩვეულებრივი მოქალაქისა, პრეზიდენტის პასუხი სჭირდება. განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ორაზროვანია და ამის გამოძახილია მიტინგიც. მან დასძინა, რომ არ შეიძლება ყველაფერი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დააბრალო. ეს განცხადებები, რომლებიც მან გააკეთა, გარკვეულ ორაზროვნებას შეიცავს და ამას უკავშირდება მიტინგიც. არ შეიძლება, რომ ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ეს არის საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა მასზე, მისი ბულინგი, რომელმაც ბულინგის ავტორთა აზრით უნდა განაპირობოს შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თუნდაც ეს თემა, რომ რუსული სოფელი მოუწყვეს, თუნდაც ის, რომ იქ რაღაც პროტოკოლი დაარღვიეს მის წინააღმდეგ, თუნდაც ის თემა, რომ თითქოს ქართულ ოცნებას რაღაც წვლილი მიუძღვის იმ ადამიანების ორგანიზებაში, ვისაც თავზე გადაუარეს და ვისი ოჯახის წევრების სისხლი ღვარეს. აი, ამ საკითხებთან დაკავშირებით ასეთი განცხადებები ყოვლად უსაფუძვლო, უფრო მძიმე სიტყვას არ ვიტყვი, განაპირობებს იმას, რომ საზოგადოებას ეჭვები აქვს გარკვეული, რასაც პასუხი სჭირდება უფრო მკაფიო და არა გაკაპასებული ჩვეულებრივი მოქალაქისა, პრეზიდენტის პასუხი სჭირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)