|
2022-12-28 14:10:50, 900 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაძე კალაძეს - ხაბეიშვილმა თქვენთან ხელბორკილები გამომატანა - მოირგეთ, მისი ტარება დიდხანს მოგიწევთ
ბ-ნო კახი, თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ლევან ხაბეიშვილს - თქვენთან გამომატანა ხელბორკილები - მოირგეთ იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ მისი ტარება, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს. ნადირაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას კალაძე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული განცხადებების გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ როდესაც ეს განცხადებები ვლადიმერ პუტინის გარემოცვის განცხადებებს ემთხვევა, უხერხულია. "ბ-ნო კახი, არ შემიძლია, რომ არ გითხრათ - თქვენ მიხეილ სააკაშვილს პირადად იცნობთ და ძალიან უხერხულია თქვენი განცხადებები და როდესაც ეს განცხადებები პუტინის გარემოცვის განცხადებებს ემთხვევა ხოლმე, ცოტა უხერხულია... მე კითხვა აღარ მაქვს, ყველაფერი გარკვეულია. ბ-ნო კახი, თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ლევან ხაბეიშვილს - თქვენთან გამომატანა საჩუქრად ეს ნამდვილი ხელბორკილები - მოირგეთ იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ამ ხელბორკილების ტარება", - მიმართა ნადირაძემ კალაძეს. შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის მეთაურმა მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მოსმენაზე, სხდომათა დარბაზში, ვითარება არაერთხელ დაიძაბა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)