|
2022-12-27 15:30:26, 907 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როდესაც საუბარია, რომ რეციდივისტის შეწყალება იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება, მუქარა არაფერ შუაშია
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს სალომე ზურაბიშვილის იმიჯს დააზიანებს. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის იმიჯი წარსულში არაერთმა შეწყალებამ უკვე დააზიანა. "იმიჯის დაზიანება ხდება თავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ, წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება კიდევ უფრო დამაზიანებელი იყოს ეს ნაბიჯი მისი იმიჯისთვის იმიტომ, რომ განსხვავებით თუნდაც იმ უმძიმესი პატიმრებისგან, რომლებიც თავის დროზე მან შეიწყალა, სააკაშვილს აქვს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები ჩადენილი მათ შორის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. ცნობისთვის, თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, "ეს მისთვის და მისი კარიერისთვის უმძიმესი გადაწყვეტილება" იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)