|
2022-12-27 12:53:12, 874 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩვენს არც ერთ წამოწყებას, რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას არ ჰქონია ოპოზიციის მხარდაჭერა, რამე გაფუჭდა ამით?!
ვერც ერთი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, ვერ შეძლებს, შეაჩეროს პროექტები, რაც თბილისის კეთილდღეობისკენაა მიმართული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შესაბამის კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს, თბილისი განვითარებასა და აღმშენებლობას განაგრძობს. „არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს. 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას მათი მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია. რამე გაფუჭდა ამით?! ქალაქი განაგრძობს განვითარებას, აღმშენებლობას. ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, ვერ შეძლებს, შეაჩეროს პროექტები, რაც თბილისისა და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)