|
2022-12-27 12:18:40, 999 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილზე - ყველაფერი დადგმულია - მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის და ის შოუები, რასაც დღეს ვუყურებთ
არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს. ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ საქართველოს პრეზიდენტი ექსპრეზიდენტს შეიწყალებს, ეს სალომე ზურაბიშვილისა და მისი კარიერისთვის "ძალიან მძიმე გადაწყვეტილება" იქნება. "საერთოდ ყველაფერი დადგმულია - მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის - აქედან დაწყებული, გაგრძელებული - იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელსაც ჰყავს თავისი ავტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა წარიმართოს პიარ-კამპანია. თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ძალიან მძიმე, ზოგადად, მისი კარიერისთვის. ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)