|
2022-12-26 22:13:32, 1191 ნახვა
პოლიტიკა
მასიმო დანჯელო - თუ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალა, საქართველოს არასდროს მიიღებენ ევროკავშირში
ევროკავშირმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილს მიიღებენ ევროკავშირში სამკურნალოდ. თუ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალა, საქართველოს სახელმწიფოს არასდროს მიიღებენ ევროკავშირში, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მასიმო დანჯელომ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეყოვნება ყოველგვარი საჭიროების გარეშე, იქნება სრული უსამართლობა და მიგვყვანს უდროვო გარდაცვალებამდე. "საქართველოს სახელმწიფოს დაედება ამის კვალი სამუდამოდ. ევროკავშირმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილს მიიღებენ ევროკავშირში სამკურნალოდ. თუ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალა, საქართველოს სახელმწიფოს არასდროს მიიღებენ ევროკავშირში. ამას გააჩნია მასიური ეფექტი თვითონ ქვეყანაზე. ძალზედ ნათელია, თუ შევხედავთ სააკაშვილის ფოტოებს და სურათებს, გვანახებენ ადამიანს, რომელიც არის გატეხილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სწრაფად უარესდება, ამ პროცესის შეყოვნება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეს იქნება სრული უსამართლობა და მიგვიყვანს უდროო გარდაცვალებამდე, ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ლიდერის, რომელმაც ქვეყანას მისცა სახე და დასავლეთის სამყაროში შეიყვანა" - განაცხადა მასიმო დანჯელომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)