|
2022-12-26 14:27:02, 803 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს ე.წ მხარდამჭერებად გვევლინებიან, ვიცით, ვისი მეგობრები არიან
კონკრეტული ევროპარლამენტარები გვევლინებიან საქართველოს ე.წ მხარდამჭერებად, სინამდვილეში, ვიცით, ვისი და რისი მეგობრები არიან, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შესაბამის კითხვის საპასუხოდ. მან კატეგორიულად მიუღებელი უწოდა იმ ევროპარლამენტარების განცხადებებს, რომლებიც საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზე საუბრობენ. „ევროპარლამენტარები, რომლებიც გვევლინებიან საქართველოს ე.წ მხარდამჭერებად, სინამდვილეში, ვიცით, ვისი და რისი მეგობრები არიან. არ ვიცი, როგორ უნდა უსურვო ადამიანს ის, რომ საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე გამოსცადონ, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე, ბოლო 9 წლის განმავლობაში. ამაზრზენია ეს განცხადებები, რასაც ვისმენთ. დავიჯერო, ამ ადამიანებს არა აქვთ ინფორმაცია და არ იციან, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში? არ იციან, რა დამოკიდებულება იყო პატიმრების, ბიზნეს სექტორის, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების, მედიის მიმართ და დღეს ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა?!“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)