10:23 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-24 17:01:49, 1175 ნახვა

პოლიტიკა
კინზინგერი სააკაშვილზე - მსოფლიო აღშფოთებული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის გამო

მსოფლიო აღშფოთებული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის გამო,- ამის შესახებ ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს ამ საკითხზე ან გამოიძიოს ის.

"საქართველოს მთავრობამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს ან გამოიძიოს და მსოფლიო აღშფოთებული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის გამო",- წერს კინზინგერი.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა.

პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში ელექტროენერგიისა და წყლის გათიშვა მოხდა - ერთი ქალი დაიღუპა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics