|
2022-12-24 14:53:15, 1085 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი კობახიძეს - ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი, შენი რეალური მტერი, არა?!
ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი, შენი რეალური მტერი, არა?!,- ასე გამოხმაურა ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარს, სადაც მან უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები გააკრიტიკა. კინზინგერი თქმით, ირაკლი კობახიძე უნდა იცნობდეს "იმ ტიპს, ვინც მის ქვეყანაში შემოიჭრა, დახოცა ხალხი და განაგრძობს ოკუპაციას". "ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი... იცნობ იმ ტიპს, ვინც შენს ქვეყანაში შემოიჭრა, დახოცა ხალხი და განაგრძობს ოკუპაციას? შენი ნამდვილი მტერი... ხომ?",- წერს კინზინგერი. შეგახსენებთ, რომ მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საშობაოდ სასჯელი გადაევადებინათ და სამკურნალოდ უკრაინულ, ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში გადაეყვანათ. უკრაინის პრეზიდენტის ამ მოთოვნას, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც შეუერთდა. ამის საპასუხოდ, კობახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილზე ზელენსკის განცხადება მნიშვნელოვანი ვერ იქნება, ხოლო სანდუმ "თავის მე-6 პრეზიდენტს უნდა მიხედოს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)