|
2022-12-23 22:15:20, 1507 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია სააკაშვილზე - თუ ამას შევეგუებით ნიშნავს , რომ ქართული საზოგადოება წამებით სიკვდილს აკანონებს
საზოგადოების ნებისმიერი წევრი, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ მას ეს არ ეხება, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რომ საბოლოო ჯამში სააკაშვილს არაფერიც არ მოუვა - ეს, ჩემი აზრით, არასწორი, მაგრამ ბუნებრივი ფიქრებია, - განაცხადა პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. მისივე თქმით, თუ საზოგადოება არ შეეწინააღმდეგება, იმ პროცესებს, რაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ავტომატურად ნიშნავს, რომ საზოგადოება წამებით სიკვდილს აკანონებს. მან დასძინა, რომ თუ ამ ყველაფერს არ შევეწინააღმდეგებით შეუძლებელია, რომ საზოგადოება გვერქვას. "ამ პროცესში არ არის საკმარისი, ჩვენ ვთქვათ, რომ - აი, მე ხომ ვქენი, მეტი რა ვქნა. ყველამ და მასიურად გამოსავალი უნდა ვეძებოთ, იმიტომ, რომ საზოგადოების ნებისმიერი წევრი, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ მას ეს არ ეხება, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რომ საბოლოო ჯამში სააკაშვილს არაფერიც არ მოუვა - ეს, ჩემი აზრით, არასწორი, მაგრამ ბუნებრივი ფიქრებია. ბუნებრივია, რომ შენ რაღაცნაირად არ გინდა, პასუხისმგებლობა მიიკარო, რომ შენ თვალწინ ადამიანი კვდება. მაგრამ, თუ ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ და არ გავიაზრებთ, რომ რეალურად ადამიანი ასე ჩვენ თვალწინ კვდება და თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება წამებით სიკვდილს აკანონებს. ზოგადად, ცხოვრება როგორ უნდა გააგრძელო. თუნდაც, შვილს რომ საღამოს ელაპარაკები და რაღაც ფასეულობებზე ლაპარაკობ, რაზეც გინდა, რომ შენი შვილი გაიზარდოს - როგორ აუხსნი იმას, რომ აი, ასე, კი, ტელევიზორში ვუყურებდით, კვებოდა და ნუ, რავიცი, მე არ მეხებოდა. თუ ამას წინააღმდეგობას არ გავუწევთ, შეუძლებელია, საზოგადოება გვეწოდოს."
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)