|
2022-12-23 19:25:32, 1500 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი - რუსეთისთვის გაეროს წევრობის შეჩერების მექანიზმი უნდა შეიქმნას
ჩემი გადმოსახედიდან,რუსეთის სრული გარიცხვა გაეროს უშიშროების საბჭოდან ახლა შეუძლებელია, თუმცა უნდა შეიქმნას წევრობის დროებით შეჩერების მექანიზმი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. მისივე თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყება მიანიშნებს საერთაშორისო სამართალში „ნაკლოვანებების“ არსებობაზე. თუმცა, მიშელი აღნიშნავს, რომ გაეროს უსაფრთხოების კონცეფცია ისედაც არ იყო ძირფესვიანად დალაგებული და ჰქონდა მრავალი სირთულე საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის საკითხებში, ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტამდე. "ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთის სრული გარიცხვა ახლა შეუძლებელია, მაგრამ უნდა შემუშავდეს მექანიზმი რუსეთის წევრობის დროებით შესაჩერებლად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო" - განაცხადა შარლ მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)