|
2022-12-23 17:32:02, 1311 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი სააკაშვილზე - ისეთი უნიჭო სპექტაკლი დადგეს, რომ თანაგრძნობის ნაცვლად, მიიღეს დაცინვა და სიმულაციაში მხილება
მიხეილ სააკაშვილი და მისი ლობისტები თვეების მანძილზე ემზადებოდნენ გუშინდელი დღისთვის, მაგრამ ისეთი უნიჭო სპექტაკლი დადგეს, რომ საზოგადოების თანაგრძნობისა და აღშფოთების ნაცვლად, მიიღეს დაცინვა და სიმულაციაში მხილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა. მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრი და ლობისტები ცდილობენ, რომ საერთაშორისო დონეზე დააზიანონ ქვეყნის იმიჯი, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი გამოუვათ. მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები დაცულია და ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს. "ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ლობისტები თვეების მანძილზე ემზადებოდნენ გუშინდელი დღისთვის, მაგრამ ისეთი უნიჭო სპექტაკლი დადგეს, რომ საზოგადოების თანაგრძნობისა და აღშფოთების ნაცვლად, მიიღეს დაცინვა და სიმულაციაში მხილება. ამის შემდეგ ცხადია ისინი გადავიდნენ კიდევ უფრო იმაზე, რომ საერთაშორისო დონეზე მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და ეს ლობისტები ამ მხრივ მუშაობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ - სიმართლე არის ერთი: ამ ადამიანის, როგორც პატიმრის, უფლებები დაცულია და ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს" - განაცხადა იონათამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)