|
2022-12-23 17:22:00, 1326 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - გახარია აგენტურული ქსელის მონაწილეა, გაიყიდა და აორთქლებულია სივრცეში
როგორ საუბრობს, ჩემ გვერდზე არ იდგა?! რა არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, მე არ ვიყავი მისი კოლეგა?! - ასე ეხმაურება მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას. როგორც ყაველაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, გახარია, რომელსაც "ქართული ოცნება" "მკერდით იცავდა", გაიყიდა და აგენტურული ქსელის მონაწილე გახდა. "გიორგი გახარია აქ არ იყო, მკერდით და იმით რომ ვიცავდით, მთელი ოპოზიცია "თვალთხარიას" და რას არ უწოდებდა და შეურაცხყოდა, გადაფარებული ვიყავით მთელი უმრავლესობა, რომ რამე შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. როგორ საუბრობს, ჩემ გვერდზე არ იდგა?! რა არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, მე არ ვიყავი მისი კოლეგა?! მე ხომ ვერ მომატყუებს გიორგი გახარია. აი, ზუსტად ამ აგენტურული ქსელის მონაწილეა გახარია, სამწუხაროდ. ფაქტია, რომ გაიყიდა და აორთქლებულია სივრცეში", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ფორმალურად წავიდა, რათა ხელისუფლებაში "მარიონეტების ხელით" დარჩენილიყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)