08:45 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 13:51:18, 1556 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა - სააკაშვილის მდგომარეობა და გვარამიას საქმე აჩვენებს, როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და ნიკა გვარამიას საქმე აჩვენებს, როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება,- ამის შესახებ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ბიურო Twitter-ზე წერს.

მათი ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემიდან თითქმის ათი წელი გავიდა.

„მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემიდან თითქმის ათი წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა და ნიკა გვარამიას საქმე სიმბოლურია და აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა. 

პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
ტრამპმა პუტინთან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადა
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics