|
2022-12-22 23:42:17, 1150 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი მოწამლულია, ის ფაქტობრივად თაღლითია
"ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი მოწამლულია, ის ფაქტობრივად თაღლითია, ვინაიდან სახელმწიფოზე მიდის შეტევა და ვისაც მოწამვლის თემა გამოაქვს პოლიტიკურ ასპარეზზე, ის არის საერთაშორისო თაღლითი" - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, ფონ კრამონის პოზიცია არ შეიცვლება,ვინაიდან მას აქვს პოლიტიკური ამოცანა, ისევე, როგორც ქართულ ოცნებას, მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში ვისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელი იქნება, დაპირისპირება კი არ მიდის არგუმენტებს შორის, არამედ დაპირისპირების მთავარი საგანი პოლიტიკური პოზიციაა. "პოზიცია, რომელიც ვიოლა ფონ კრამონს გააჩნია, ის არ შეიცვლება, რადგან მას პოლიტიკური ამოცანა აქვს და პოლიტიკური ამოცანა გვაქვს ჩვენ. აქ შედარება ევროპარლამენტში, ვისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელია, ვისი უფრო საფუძვლიანია, ამ არგუმენტებს შორის კი არ მიდის დაპირისპირება, არამედ, დაპირისპირება მიდის პოლიტიკურ პოზიციათა შორის. ის ამოცანა, რომ მე კრამონის მითითებებზე გადავერთო და დავივიწყო ის ადამიანები, რომლებიც სამართლიანად პრეტენზიას გამოთქვამენ იმ მმართველობასთან დაკავშირებით, იმ დაღვრილ სისხლთან დაკავშირებით, რომლებსაც არ მიაჩნიათ რომ ფონ კრამონი და ევროპარლამენტართა გარკვეული რაოდენობა მართალია, იმათ რა პასუხი გავცეთ?! " - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)