05:40 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 18:02:44, 1719 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაბომბვის შედეგად რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი დაშავდა

რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ზონაში სასტუმროს დაბომბვის შედეგად დაშავდა. ინციდენტის დროს ასევე დაიჭრა ვიტალი ხოცენკო, რომელიც ხელმძღვანელობს რუსეთის მარიონეტულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკას.

როგოზინი აცხადებს, რომ ვიღაცამ „ინფორმაცია გასცა“ იმის შესახებ, რომ ის იმყოფებოდა სასტუმროში. მისივე თქმით, რამდენიმე თვეა იმყოფება სასტუმროში, თუმცა მსგავსი აქამდე არ მომხდარა. ის მიიჩნევს, რომ თავდასხმა გამიზნული იყო.

დონეცკის გარეუბანში თავდასხმას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის,  როგოზინი საყოველთაოდ ცნობილია თავისი ანტიდასავლური რიტორიკით და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics