|
2022-12-22 14:35:21, 1393 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა
ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა,- ამის შესახებ ევროდეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს. ევროდეპუტატი, საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს გადაღებულ სურათსა და დღეს სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. „ბოლოს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ჯანმრთელი ადამიანი იყო. ახლა ის ასე გამოიყურება, მას შემდეგ, რაც წელიწადზე მეტი გაატარა საქართველოს ციხეში. ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა“,- წერს კრამონი. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)