11:33 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 20:42:48, 962 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - მხარდაჭერის დაფიქსირება არ მოინდომეს. ბუნებრივია, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას

დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ 5 კანდიდატიდან, რომელთაგანაც შევთავაზეთ რომ ერთი აერჩიათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იქნებოდა შეჯერება. ჩვენმა ოპონენტებმა არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება არ მოინდომეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას, - განაცხადა ქართული ოცნების ფრაქციის თავჯდომარე მამუკა მდინარაძემ, სახალხო დამცველისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებზე.

მდინარაძის თქმით, კონსენსუსი ვერ შედგა, ვინაიდან ოპოზიციურ სპექტრს 2 კანდიდატი ჰყავს ამორჩეული, მათ გარდა კი, სხვა კანდიდატებზე საუბარსაც არ აპირებენ. მან დასძინა, რომ ოპოზიციის მხრიდან ეს ქმედება ულტიმატუმია.

"დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ 5 კანდიდატიდან, რომელთაგანაც შევთავაზეთ რომ ერთი აერჩიათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იქნებოდა შეჯერება. ჩვენმა ოპონენტებმა არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება არ მოინდომეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ. 

იგივე შედეგი დაიდო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებითაც. 32 კანდიდატია წარმოდგენილი და უმრავლესობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას, რომ ნახევარს მაინც ამ კანდიდატებიდან, მხარი დავუჭიროთ, ანუ 16-მდე კანდიდატს შეგვიძლია დავუჭიროთ მხარი. არცერთ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომლის მხარდაჭერის მზაობაც არის ჩვენი მხრიდან, კონსენსუსი არ არის. როგორც ომბუდსმენის შემთხვევაში, მაინცდამაინც 2 კანდიდატზე რომ არიან ჩამოყალიბებული, აქაც ირკვევა, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების გარდა, სხვაზე საუბარს არ აპირებენ. 

5-6 კანდიდატია, ვისზეც საუბრობენ - აბაშიძე, ბურჯანაძე და ა.შ. ერთი გადაკვეთის წერტილიც კი არ აღმოჩნდა. ამიტომ ვუწოდებთ ამას, მათი მხრიდან ულტიმატუმს"  - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics