|
2022-12-20 21:36:55, 1403 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ზელენსკის მხრიდან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა საზოგადოების შეურაცხყოფაა
ყველას უნდა შევახსენოთ, იქნება ეს ზელენსკი, იქნება ეს სხვა შიდა თუ გარე შესაბამისი საჯარო პირი, რომ ის საქმეები გაითვალისწინონ, რაც ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, რომ ამ დანაშაულების ჩადენის გამო პასუხი უნდა აგოს, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა ანი ოხანაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ, სადაც ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოპყრობას სისასტიკე უწოდა. მისივე თქმით, ზელენსკის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, რომელსაც არაერთი დანაშაული მიუძღვის ხალხის მიმართ, არის საზოგადოების შეურაცხყოფა. “ყველას უნდა შევახსენოთ, იქნება ეს ზელენსკი, იქნება ეს სხვა შიდა თუ გარე შესაბამისი საჯარო პირი, რომ ის საქმეები გაითვალისწინონ, რაც ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, რომ ამ დანაშაულების ჩადენის გამო პასუხი უნდა აგოს. მოწოდებები, რომელიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და პირიქით, ნიშნავს, რომ თურმე სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ასე უბრალოდ, მიუხედავად ტელევიზიის დარბევაში მონაწილეობისა, საკუთრების უფლების შელახვისა, მედიაზე ზეწოლისა, წნეხისა, ხალხის ცემისა და სიკვდილამდე მიყვანასთან დაკავშირებით გაცემული დავალებებისა, არის ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება და ამის უფლება არ აქვს არავის.” - განაცხადა ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)