|
2022-12-20 19:47:42, 1584 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ზელენსკის განცხადებაზე - სააკაშვილი არაჟნებთან ერთად შემოიპარა და აქ რევოლუციას გვიწყობდა
ბატონო ზელენსკი, შეურაცხმყოფელი ალბათ უფრო ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი პატივს არ სცემს არც უკრაინის საზღვრებს, რომლის მოქალაქეც თავადაა, და არც საქართველოს საზღვრებს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა, და აქ რევოლუციას გვიწყობდა, - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ, სადაც ზელენსიმ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას სისასტიკე უწოდა. ზარქუას თქმით, სააკაშვილი სასჯელს იხდის იმ ბრალდებებზე, რომლების საერთაშორისო სასამართლომ აღიარა, და დასძინა,რომ სახელმწიფოს აქვს სასამართლო და შესაბამისი შტოები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რა და როგორ იქნება, და ეს არ არის პოლიტიკური ვაჭრობის დღის წესრიგი. "ბატონო ზელენსკი, შეურაცხმყოფელი ალბათ უფრო ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი პატივს არ სცემს არც უკრაინის, რომლის მოქალაქეცაა თავად, საზღვრებს და არც საქართველოს საზღვრებს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა, და აქ რევოლუციას გვიწყობდა. სააკაშვილს მისჯილი აქვს იმ კონკრეტულ ბრალდებებზე, რომლებიც საერთაშორისო სასამართლომაც აღიარა. დანარჩენს, რა და როგორ იქნება, სასამართლო და შესაბამისი სისტემა განსაზღვრავს. ჩვენ ასე გვაქვს მოწყობილი, ყველა შტოს თავისი ფუნქცია-მოვალეობა აქვს. ეს პოლიტიკური ვაჭრობის დღის წესრიგი არ არის." - განაცხადა ზარქუამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)