|
2022-12-20 17:21:50, 1418 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო პუტინზე - ჩვენ თანააგრესორები ვართ, ყველაზე მავნე და ტოქსიკური ხალხი ამ პლანეტაზე
ჩვენ ვართ თანააგრესორები, ყველაზე მავნე და ტოქსიკური ადამიანები ამ პლანეტაზე. ჩვენ მხოლოდ ერთი დავა გვაქვს, ვინ არის უფრო მეტად აგრესორი, - განაცხადა ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, მინსკში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. მისივე თქმით, ბელარუსია მხარს უჭერს და ისწრაფის რუსეთისკენ და მოქმედებენ ერთობლივად, მათ დაშორებას კი ვერავინ შეძლებს. „ვისაუბროთ იმაზე, რომ ვიღაც ვიღაცას შთანთქავს. ჩნდება კითხვა, რატომ?, რუსეთი ყოველთვის შუა გზაზე გვხვდებოდა. დღეს არ არის არც ერთი საკითხი, რომელიც არ გადაგვიწყვეტია. ჩვენ მივდივართ რუსეთის ფედერაციისკენ. აბა, თქვენ იცით, ჩვენ ორი ვართ თანა-აგრესორები, ყველაზე მავნე და ტოქსიკური ადამიანები ამ პლანეტაზე. ჩვენ მხოლოდ ერთი დავა გვაქვს: ვინ არის უფრო მეტად აგრესორი. ვლადიმირ ვლადიმეროვიჩი ამბობს, რომ მე ვარ. მე კი ვამბობ, რომ იფიქრეთ, რომ ის არის. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, ორივე თანაბრად აგრესორები ვართ. და თუ ვინმე დღეს იფიქრებს, რომ დაგვაშოროს, ეს არ გამოუვათ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)