|
2022-12-20 13:39:09, 1459 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი - სწორი არ მგონია, სხვა ქვეყნის ხელისუფლებას პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე
სწორი მოწოდება არ მგონია, რომ სხვა ქვეყნის პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე,- ასე აფასებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას. როგორც ელისაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილური იყოს. "სწორი მოწოდება არ მგონია, რომ სხვა ქვეყნის პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე, მაგრამ ერთი არის ფაქტი - საქართველოს ხელისუფლება ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ სააკაშვილი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არ იყოს ისეთ მდგომარეობაში და ისე დაუძლურებული, როგორც ეს ჩვენ ვიხილეთ კადრებში",- განაცხადა ელისაშვილი. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)