|
2022-12-20 12:34:11, 1260 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატ ანი წითლიძესთან ექიმებს ელოდებიან
პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატ ანი წითლიძესთან ექიმებს ელოდებიან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა. კირკიტაძის თქმით, ანი წითლიძე სუსტადაა და ამიტომ ელოდებიან ექიმებს, რათა დაიწყოს ის პროცედურები, რაც დეპუტატის ჯანმრთელობის გამოსწორებას სჭირდება. „ფაქტია, რომ ანი წითლიძე არის ძალიან სუსტად. დღეს ველოდებით ექიმებს, რომ რომ ანიმ დაიწყოს ის პროცედურები, რაც მისი ჯანმრთელობის გამოსწორებას სჭირდება. რაც შეეხება შიმშილობას და პროტესტის ამ ფორმას ის გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი შესაბამის გარემოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება“,- განაცხადა კირკიტაძემ შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, უკვე ექვი დღეა შიმშილობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ანა წითლიძე, დავით კირკიტაძე და თემურ ჯანაშია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)