06:24 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 09:47:29, 1921 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტები ცდილობდნენ ბახმუტის გატეხვას, მაგრამ ბახმუტი ტეხს რუსულ ჯარს

ოკუპანტები ცდილობდნენ ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი უკვე ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ ოკუპანტების გაფუჭებული არმიის ნაცვლად მოსულ დაქირავებულ მეომრებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ბახმუტი ფრონტის ხაზზე კვლავ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება.

"ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე - 1300 კმ-ზე მეტი აქტიური საომარი მოქმედებების წერტილიდან. მაისიდან მოყოლებული, ოკუპანტები ცდილობდნენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი უკვე ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ ოკუპანტების გაფუჭებული არმიის ნაცვლად მოსულ დაქირავებულ მეომრებს. დაფიქრდით - რუსეთმა უკვე დაკარგა თითქმის 99 ათასი ჯარისკაცი უკრაინაში. მალე ოკუპანტებს 100 ათასი მსხვერპლი ეყოლებათ - რისთვის? მოსკოვში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არავის შეუძლია", - განაცხადა ზელენსკიმ და ყველა მებრძოლს, ვინც უკრაინის თავისუფლებას იცავს, მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics