|
2022-12-20 09:02:53, 1491 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლებას - გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, ის, რაც მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, შეურაცხყოფაა და "საქართველოს არ შეეფერება". „მინდა, მივმართო საქართველოში ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ კეთილსინდისიერ ადამიანებს. ალბათ ყველამ ნახა, როგორ მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, როგორ მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. ამიტომ მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლებას - საჭიროა მოწყალების გამოვლენა, განსაკუთრებით წინასაშობაოდ. ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არის შეურაცხყოფა. ეს არ შეეფერება საქართველოს. ეს უნდა შეწყდეს. გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში. სწორედ ახლა არის ამ კეთილი ნაბიჯის გადადგმის დრო“, - განაცხადა ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)