|
2022-12-19 12:51:34, 1216 ნახვა
პოლიტიკა
მელია - სააკაშვილის პრობლემა სახელმწიფოს პრობლემაა - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვიყოთ საკუთარ თავთან მტყუანი
მიხეილ სააკაშვილის პრობლემა არ არის მიხეილ სააკაშვილის პრობლემა. დიდი ხანია ის გასცდა ერთი კერძო ადამიანის, თუნდაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პრობლემას, ეს არის სახელმწიფოს პრობლემა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, სოციალურ ქსელში წერა მეორეხარისხოვანი უნდა გახდეს და ვითარების შესაცვლელად, ოპოზიციამ, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი უნდა გააკეთოს. "ხელისუფლებამ ივანიშვილის მეცადინეობით, ჩართულობით დღეს ქართული საზოგადოება და სახელმწიფო დააყენა უდიდესი გამოწვევის წინაშე, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ებრძვის სიკვდილს. მიხეილ სააკაშვილის პრობლემა არ არის მიხეილ სააკაშვილის პრობლემა. დიდი ხანია ის გასცდა ერთი კერძო ადამიანის, თუნდაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პრობლემას, ეს არის სახელმწიფოს პრობლემა. დგება მომენტი, როდესაც საუბარი, სოციალურ ქსელში წერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გადავიდეს მეორე პლანზე და ყველაფერი გავაკეთოთ შესაძლებლობების ფარგლებში, რომ არ ვიყოთ საკუთარ თავთან მტყუანი", - უთხრა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბერს უნდა იმსჯელოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)