|
2022-12-18 18:19:05, 1265 ნახვა
პოლიტიკა
მელია - საზოგადოება არ დაუშვებს იმ ტრაგედიის განმეორებას, რომელიც გამსახურდიას მკვლელობით დაატყდა სახელმწიფოს
საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არის, არ დაუშვას განმეორება იმ ტრაგედიისა, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობით დაატყდა სახელმწიფოს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მელიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა არ არის ერთი ადამიანის წუხილი, არამედ სახელმწიფოებრიობის წინაშე უმძიმესი გამოწვევაა. "მნიშვნელოვანია მჭიდრო კოორდინაცია "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურ მხარდამჭერებთან და მთელ საზოგადოებასთან და შევთანხმდეთ - ჩვენ ვეგუებით ამ რეალობას, სახელმწიფოს მკვლელობას ჩვენ თვალწინ, თუ მზად ვართ ერთსულოვნად ვიბრძოლოთ ისტორიული უსამართლობის აღმოსაფხვრელად. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არის, არ დაუშვას განმეორება იმ ტრაგედიისა, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობით დაატყდა სახელმწიფოს. დიახაც, მიხეილს სააკაშვილის მდგომარეობა არ არის ერთი ადამიანის წუხილი - ეს არის სახელმწიფოებრიობის წინაშე უმძიმესი გამოწვევა, რომელსაც მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ",- განაცხადა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)