|
2022-12-18 12:40:27, 1191 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს აბდულა ისმაილოვი გამოაკლდა
საქართველოს პარლამენტში მოშიმშილე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს აბდულა ისმაილოვი გამოაკლდა. როგორც თემურ ჯანაშიამ განაცხადა, დეპუტატს ბოლო დღეების განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. "ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, აბსოლუტურად ყველა მოშიმშილის. ერთადერთი ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა ისმაილო, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ეს ბოლო ორი დღე და სახლში გავუშვით, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა მისი გაჩერება", - განაცხადა ჯანაშიამ. შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა - დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს. როგორც დავით კირკიტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ პოლიტიკურმა აქტმა ფრაქციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა სამივე დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პროტესტი პარლამენტსაც გასცდება. პარლამენტში მოშიმშილეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშიაც შეუერთდა. დეპუტატები უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)