|
2022-12-17 14:24:35, 1321 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის წერილი - იქნებ პირჯვრის გადაწერისას, ერთხელ მაინც ჩაიხედოთ სარკეში და სადმე სინდისი აღმოაჩინოთ
ყოველ ჯერზე საკვების შემოტანაზე, ჩემს არც თუ ისე პატარა დედას, ამცირებენ და საათობით აცდევინებენ და მერე ვინმეს უკვირს, მწყობრიდან რატომ გამოვდივარ. მინდა ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმახორციებლებს, თქვენ დედები საერთოდ გყავთ?! , - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისივე თქმით, მისთვის გასაგებია,რომ მმართველ პარტიას პუტინისგან აქვს მიღებული მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის დავალება, მაგრამ ამას კავშირი არ უნდა ჰქონდეს მის დედასთან გიული ალასანიასთან, ვინაიდან ის არაფერშუაშია. "ყოველ ჯერზე საკვების შემოტანაზე, ჩემს არც თუ ისე პატარა დედას, ამცირებენ და საათობით აცდევინებენ და მერე ვინმეს უკვირს, მწყობრიდან რატომ გამოვდივარ. მინდა ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმახორციებლებს, თქვენ დედები საერთოდ გყავთ?! გასაგებია, რომ პუტინისგან ჩემი მკვლელობა გაქვთ დავალებული და ამ მიზნით მომწამალეთ და ყველა სხვა დანაშაულს ჩადიხართ, მაგრამ დედაჩემი რა შუაშია? საღამოს სახლში რომ მიხვალთ ბარბარობის აღსანიშნად, კმაყოფილები რომ დღესაც დაამცირეთ დამსახურებული პროფესორი, იქნებ პირჯვრის გადაწერისას, ერთხელ მაინც ჩაიხედოთ სარკეში და იქნებ სადმე სინდისის და ადამიანურობის ნატამალი აღმოაჩინოთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)