|
2022-12-14 23:00:02, 1765 ნახვა
სამართალი
ხაჭაპურიძე პენიტენციურის კადრებზე - ამ კადრების გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული
ამ კადრების გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული. პატიმრის ნებართვის გარეშე მოხდა ამ ვიდეო მასალის, ანუ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. შემდეგ ამას დავამატოთ ისიც, რომ დამონტაჟებულია, შეერთებულია, სხვადასხვა პერიოდებია, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პენიტენციურის კადრებზე. მისივე თქმით,გავრცელებული კადრები არის მონტაჟი,რომელიც სხვადასხვა პერიოდში არის გადაღებული,თავს იყრის ზაფხულის,შემოდგომის და ზამთრის პერიოდი, და წარმოჩენილია იმ რაკურსით და იმ მდგომარეობით როგორიც ხელისუფლებას აწყობდა. "ამას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ, პატიმრის ნებართვის გარეშე მოხდა ამ ვიდეომასალის, ანუ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. მერე ამას დავამატოთ ისიც, რომ დამონტაჟებულია, შეერთებულია, სხვადასხვა პერიოდებია და თუ ამაზე დავა დადგება და დამერწმუნეთ, დადგება დრო ამისთვისაც მოვიცლით, ამ გავრცელებულ ვიდეომასალას ჩაუტარდება ექსპერტიზა და ექსპერტიზა დაადგენს ამ ვიდეომასალის... შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ არის მონტაჟი, ზაფხულის პერიოდი, შემოდგომის პერიოდი, ზამთრის პერიოდი შეერთებულია და წარმოჩენილია იმ რაკურსით და იმ მდგომარეობით როგორიც ხელისუფლებას აწყობდა. გუშინ საღამოსვე უკვე ცხადი იყო ბატონ რატი ბრეგაძის განცხადებით, რომ ისინი დღეს არანაირი პროცესის გამართვას არ აპირებდნენ და პროცესის ჩაშლის შემდგომ აი, ამ კადრების, დამონტაჟებული კადრების გამოქვეყნებას გეგმავდნენ. ქართულ პოლიტიკაში ეს სამწუხაროდ არახალია, ჩვენ არაერთხელ გვინახავს მსგავსი მანიპულაციები, თუმცა მიზანი ამის გახლავთ ერთი - თუ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მოვიდოდა ან მას ჩართავდნენ, მაშინ საზოგადოება დაინახავს მის ვიზუალურ მდგომარეობას, თუმცა ამით ახლა ხელისუფლება გვეუბნება, რომ იცით რა, ის სიმულანტობს, სინამდვილეში არის კარგად, მაგრამ მე მათ უნდა ვუთხრა, რომ ისინი შეცდნენ. პირიქით, ამ კადრებს ვინც უყურებს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ვგულისხმობ და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულს და ბოტებს და ა.შ., პირიქით ეს არის მტკიცებულება რომ ეს ადამიანი ცუდად არის. ჩვენ ვითხოვთ, მოგვეცით საშუალება ჩატარდეს სასამართლო პროცესი, სასამართლო პროცესზე ექსპერტები გააჟღერებენ იმ დიაგნოზებს, რა დიაგნოზებიც აქვს დასმული ბატონ სააკაშვილს, იქნება ეს ნევროლოგიური კუთხით, გასტროლოგიური კუთხით და ასე შემდეგ." - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)