09:17 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 20:00:41, 2307 ნახვა

ომი უკრაინაში
კირილენკო რუსეთზე - მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი არმია არის მკვლელებისა და ტერორისტების ბრბო

დღეს იამპოლის სულ მცირე სამი მცხოვრები დაშავდა, ოკუპანტების მიერ სოფლის ცენტრალურ მოედანზე დაბომბვის შედეგად. სწორედ ამ დროს, იმ ადგილას ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობები, - ამის შესახებ ოლქის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ ტელეგრამ არხზე დაწერა. 

მისივე თქმით,არანაირი სამხედრო საჭიროება არ იყო დასახლებული პუნქტის დაბომბვის,ის აღნიშნავს,რომ ამით ოკუპანტები აჩვენებენ თავიანთ მკვლელ და ტერორისტულ ბუნებას,რომელზეც პასუხს აუცილებლად აგებენ.

"დღეს იამპოლის სულ მცირე სამი მცხოვრები დაშავდა, ოკუპანტების მიერ სოფლის ცენტრალურ მოედანზე დაბომბვის შედეგად. სწორედ ამ დროს, იმ ადგილას ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობები, დაზიანებულია სულ მცირე შვიდი საცხოვრებელი კორპუსი.

რუსებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი ჭეშმარიტი ბუნება სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმით - სამხედრო საჭიროების გარეშე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი არმია არის მკვლელებისა და ტერორისტების ბრბო. ისინი აუცილებლად დაისჯებიან", - წერს  კირილენკო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics